
სპორტის ქეშაუთი
ქეშაუთის ფუნქცია ხელმისაწვდომია VBET ვებსაიტზე "სპორტის" განყოფილებაში, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააუქმოთ (დახუროთ) თქვენი ფსონების ბილეთი ბილეთში შემავალი ღონისძიებ(ებ)ის დასრულებამდე ორგანიზატორის მიერ შეთავაზებული გარკვეული თანხით, უარი თქვათ პოტენციურ წაგებაზე ან მოგებაზე.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ქეშაუთი, ნაწილობრივი ქეშაუთი და ავტომატური ქეშაუთი.
ქეშაუთის ფუნქცია ხელმისაწვდომია ორდინარი და ექსპრეს ფსონებისთვის.
ქეშაუთის ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია ყველა შემთხვევაში, როდესაც შემოთავაზებულია ორგანიზატორის მიერ. ფსონის დადების შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ ქეშაუთის ღილაკი ორგანიზატორის ვებსაიტზე, ისტორიის განყოფილებაში, თუ ის ხელმისაწვდომია მოცემულ ფსონზე.
ქეშაუთის ფუნქნცია შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ღონისძიების დაწყებამდე, ასევე ღონისძიების განმავლობაში (ლაივი).
ფსონებისთვის, მათ შორის ორდინარი ფსონებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქეშაუთ ფუნქცია ღონისძიების შედეგის გადაწყვეტამდე.
ფსონების ბილეთებისთვის, მათ შორის ექსპრეს ფსონებისთვის, ქეშაუთ ფუნქცია შეიძლება გამოყენებულ იქნას მასში შემავალი ბოლო ღონისძიების შედეგის გადაწყვეტამდე. ანუ, ამ შემთხვევაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გამოიყენოთ ქეშაუთ ფუნქცია, როდესაც ფსონზე ჯერ კიდევ არის დაუსრულებელი ღონისძიება.
ქეშაუტ ფუნქციის ღილაკზე დაჭერამდე შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზატორის მიერ შემოთავაზებული თანხა, რომელიც ფუნქციის გამოყენების შედეგად ჩაირიცხება თქვენს ინდივიდუალურ სათამაშო ანგარიშზე.

მნიშვნელოვანია
- ქეშაუთის შემთხვევაში შემოთავაზებული თანხა არ შეიძლება იყოს მოცემული ფსონის მოგებაზე მეტი.
- ორგანიზატორის მიერ ქეშაუთის ფუნქციით შეთავაზებული თანხა შეიძლება შეიცვალოს, რის შესახებაც გაცნობებთ ვებგვერდზე.
- ქეშაუთ ფუნქციის გამოყენების შემდეგ ფსონების ბილეთი გაუქმებულად ითვლება, ფსონში შემავალი ღონისძიებ(ებ)ის შედეგ(ებ)ის გათვალისწინების გარეშე, გარდა ნაწილობრივი ქეშაუთის გამოყენებისა.
- იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ იყენებთ ქეშაუთის და ნაწილობრივი ქეშაუთის ფუნქციებს, თქვენი ფსონების ბილეთი დარჩება მიმდინარე საწყის პირობებში.
- ქეშათის გამოყენებით გამოწვეული ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, შეთავაზებისთვის შეუსაბამო (არასწორი) თანხის გადარიცხვის შემთხვევაში ან ფსონში შემავალი ყველა ღონისძიების შედეგის გადაწყვეტის შემდეგ, ორგანიზატორს უფლება აქვს გააუქმოს ფუნქციის გამოყენება, რომლის ფარგლებშიც გადარიცხული თანხა ჩამოიჭრება თქვენი ინდივიდუალური სათამასო ანგარიშიდან და დაანგარიშდება არსებული თანხის და კოეფიციენტის შესაბამისად (ფსონების ბილეთი აღდგენილია).


ნაწილობრივი ქეშაუთი არის ქეშაუთის ფუნქციის ქვე-მახასიათებელი.
ნაწილობრივი ქეშაუთით შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი პოტენციური მოგების ნაწილი, ხოლო დარჩენილი ნაწილი დატოვოთ აქტიური გარანტირებული მოგების მისაღებად, მიუხედავად ფსონების ბილეთის საბოლოო შედეგისა.
შემოთავაზებული ქეშაუთის თანხიდან შეგიძლიათ ნაწილობრივ გაანაღდოთ ნებისმიერი თანხა, მაგრამ არანაკლებ ორდინარი და ექსპრეს ფსონებისთვის ამ პირობებით დადგენილი მინიმალური ოდენობისა.
სტანდარტული ქეშ-აუთისგან განსხვავებით, ნაწილობრივი ქეშ აუთის გამოყენებისას თქვენი ფსონების ბილეთი აქტიური რჩება და მოქმედებს მასში შემავალი ღონისძიებების დასრულებამდე, ფუნქციის გამოყენების დროს არსებული კოეფიციენტების მიხედვით.
ნაწილობრივი ქეშაუთ ფუნქცია შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ქეშ აუთი შემოთავაზებულია ორგანიზატორის მიერ. ორგანიზატორის ვებსაიტზე ფსონის დადების შემდეგ “ისტორიის” განყოფილებაში შეგიძლიათ ნახოთ ქეშაუთის ღილაკი და მასზე დაჭერისთანავე ხელმისაწვდომი გახდება ნაწილობრივი ქეშაუთის ღილაკიც. ნაწილობრივი თანხის ქეშაუთი წარმოდგენილია როგორც ქეშაუთის ღილაკის ქვე-ფუნქცია.

ავტომატური ქეშაუთი არის ქეშაუთის ფუნქციის ქვე-მახასიათებელი.
- ავტომატური ქეშაუთის ფუნქცია შეგიძლიათ გამოიყენოთ ღონისძიებაზე ფსონის დადების შემდეგ.
- ავტომატური ქეშაუთის ფუნქცია მუშაობს ისევე, როგორც სტანდარტული ქეშაუთის ფუნქცია, მაგრამ გაძლევთ ავტომატურად გამოყენების საშუალებას. თქვენ ადგენთ ქეშაუთის თანხის კონკრეტულ ლიმიტს და თუ ორგანიზატორის მიერ შეთავაზებული ქეშაუთის თანხა არჩეული ფსონისთვის მიაღწევს ან გადააჭარბებს ამ ლიმიტს ცვალებადი კოეფიციენტების გამო, სისტემა ავტომატურად გააკეთებს ქეშაუთს. შემდეგ თანხა დაემატება თქვენს ინდივიდუალურ სათამაშო ანგარიშს.
- ავტომატური ქეშაუთი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა შემთხვევაში, როდესაც ქეშ-აუთის ფუნქცია შემოთავაზებულია ორგანიზატორის მიერ. ორგანიზატორის ვებსაიტზე ფსონის დადების შემდეგ “ისტორიის” განყოფილებაში შეგიძლიათ ნახოთ ქეშაუთის ღილაკი და მასზე დაჭერისთანავე ხელმისაწვდომი გახდება ღილაკი ავტომატური ქეშაუთი. ავტომატური ქეშაუთი წარმოდგენილია როგორც ქეშაუთის ღილაკის ქვე-ფუნქცია.